Tuesday, November 8, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ინტერნეტი.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:
მოსწავლეებს უკეთ გავაცნო ინტერნეტის მომსახურებისა და მნიშვნელობის შესახებ,რის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ინფორმაციის გაგებას.
.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია,იმიტომ,რომ მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდუალურად მუშაობას კომპიუტერთან ,ასევე მოძიებული მასალის გადახარისხებას,ელ–ფოსტის გამოყენებას,სურათების გადმოტანასა და შემდგომი პრეზენტაციის შექმნას.



პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ინტერნეტს და თითოეულმა მათგანმა შეძლოს საჭირო მასალის მოძიება.


მონაწილეთა ასაკი:
10–11 წელი.
ვადები/ხანგძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნა
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ინტერნეტს.შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები.(ტექსტები,ფოტოები,სლაიდები).
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,მისამართები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ავირჩიე თემა, რაზეც მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ.შემდეგ დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს დავავალებ ინტერნეტიდან კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას.
პირველ ჯგუფს– დაევალება ინტერნეტიდან სხვადასხვა ფოტოების გადმოტანა.
მეორე ჯგუფს–დაევალება gmail–ში დარეგისტრირება.
მესამე ჯგუფს–სლაიდების შექმნა ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივად გაუმჯობესების მიხედვით.
აქტივობების განხორციელება.
მოსწავლეები ინფორმაციას მოიპოვებენ ინტერნეტიდან .თითოეული ჯგუფი მოახდენს მოპოვებული  მასალის პრეზენტაციას.
შეფასება:
მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით პრეზენტაციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
                                                  
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
დიანა კოპაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
diana.kopadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
dianakopadze.blogspot.com